სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან (ქალაქებიდან):

20 April 2012

ტურისტული ადგილები საქართველოში

ნაბეღლავი
ბალნეოლოგიური კურორტი  მდებარეობს ზღვის დონიდან 400 მეტრზე და ანკარა მდინარის გუბაზეულის სანაპიროზე. იგი ჩაფლულია მასივი და განთქმული უნიკალური კლიმატური და ბალნეოლოგიური პირობებით. აქ გამოედინება ძვირფასი მინერალური სასადილო წყალი "ნაბეღლავი", რომელიც წარმატებით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, თირკმელების, ძვალ-სახსრების სამკურნალოდ. იგი იხმარება როგორც დასალევად, ასევე აბაზანების სახით.
 
ნასაკირალი
მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მისი ძირითადი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყლები, რომლებიც ქიმიური შემადგენლობით მიეკუთვნებიან ქლორიდულ ნატრიუმიან წყლებს. მისი გამოყენება შეიძლება წყლის აბაზანებისათვის (საყრდენ-სამოზრაო აპარატის, პერიფერიული ნერვებისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებათა სამკურნალოდ), აგრეთვე სასმელად (კუჭის ქრონიკულ დდაავადებათა სამკურნალოდ). ნასაკირალი როგორ კურორტი დღეისათვის აღარ ფუნქციონირებს, მისი სრულყოფილი აღდგენისათვის მუნიციპალიტეტის ეკონომიური შესაძლებლობა არასაკმარისია, ამიტომ დღის წესრიგში დგას საკითხი ინვესტიციების მოზიდვის თაობაზე.

ბახმარო
მეტად თავისებური, უნიკალური კურორტია. ის მდებარეობს გურიის რეგიონის ერთ-ერთ თვალწარმტაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აჭარა- გურიის მტაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. ჩოხატაურის  ცენტრიდან ბახმარო დაშორებულია 52 კილომეტრით. ბახმაროს ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის საუკუნოვანი მარადმწვანე მცენარეებით, შემდეგ კი ულამაზესი ალპური ზონა იწყება.  დასავლეთის მხრიდან კურორტის ტერიტორია გახსნილია, რაც ხელს უწყობს ხეობაში ზღვის ბრიზების შემოჭრას. ეს კი თავის მხვრივ ხელს უწყობს ზღვისა და მთის კლიმატის საუკეთესო შეხამებას. ზამთარში თოვლის საფარი ძალიან მაღალია (4-5 მ) და რჩება 6 თვემდე. ბახმაროს კლიმატი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა სუნთქვის ორგანოთა ქრონიკულ დაავადებათა. ბახმაროში ყოველ წელს, ფერიცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი ტარდება. 

 გოგისმთა 
როგორც მომავლის მთის კურორტი შედის გურია-აჭარის ქედის შემადგენლობაში და მისი მწერვალის სიმაღლე 2100 მეტრიდან 2755 მეტრამდეა. მთისათვის დამახასიათებელი კლიმატის გამო ის ცნობილია რიოგორც სახაფხულო აგარაკი. მისი განუმეორებელი ბუნება და 2500 მეტრ სიმაღლეზე არსებული ჭინჭაოს ტბა განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. კურორტის უნიკალური პირობები დღესაც აუთვისებელია. გომისმტა როგორც ტერიტორიული ერთეული შედის ოზურგეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. ქალაქის ცენტრიდან დაშორებულია 12-15 კმ-ით.დღეს გომისმთა  წარმოადგენს საკურორტო ადგილს, რომელსაც გააჩნია მინერალური წყლები, ტყე, სამკურნალო კლიმატი და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მკურნალობის, პროფილაკტიკისა და რეაბილიტაციის მიზნი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების პირობებში დააკმაყოფილებს ტურისტის მოთხოვნებს. 


ურეკი 
 კოლხეთის დაბლობის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. კურორტს დასავლეთით შავი ზღვა ეკვრის, აღმოსავლეთით გარშემორტყმულია მთებით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდინარეების სუფსისა და ნატანების დაბლობებია. კურორტის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის, ოფიციალურად კი როგორც კურორტი არსებობს 1971 წლიდან. კურორტის კლიმატი ნესტიანი სუბტროპიკულია. მზის ნათების ხანგრძლივობა საშუალოდ1800-1820 საათს შეადგენს.  საშუალო წლიური ტემპერატურა 14.3 გრადუსია. ზამთარი ძალიან რბილია (5.8 გრადუსი იანვარში) .ზღვა, მზე, წვრილი «ხავერდოვანი» ქვიშა, რომელსაც მაგნიტური თვისებები აქვს, კურორტს საუკეთესო დასვენებისა და მკურნალობის თვისებებს ანიჭებს. ურეკის  ბუნებრივი მონაცემები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გულ-სისლძარღვთა დაავადებების, პერიფერიული ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების სამკურნალოდ როგორც მოზარდებში, ასევე ბავშვებში. ასევე დიდი პერსპექტივები აქვს ანალოგიური თვისებების შავიზღვისპირა კურორტებს შეკვეთილსა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).


გრიგოლეთი
  გრიგოლეთი მდებარეობს ლაჩხუთის მუნიციპალიტეტში, ცენტრიდან 25 კმ-ის,   ხოლო ფოთიდან 12 კმ-ს მანძილზე. რელიეფი ვაკეა ზღვის სანაპიროს მიჰყვება ქვიშიანი პლაჟის ფართო ზოლი. ქვიშა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიტური რკინის ნაწილაკებს. კლიმატი ზღვისპირა, სუბტროპიკულია.

კურორტის კლიმატი კარგია ნერვული სისტემისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო.  


No comments:

Post a Comment