სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან (ქალაქებიდან):

23 April 2012

კურორტები და ტურიზმი

   საქართველოს კურორტებმა და ტურისტულმა ბაზებმა დიდი ხანია ფართო აღიარება მოიპოვეს. ჩვენი ზღაპრული ბუნება, სახელგანთქმული კავკასიონის მთებისა და შავიზღვისპირეთის განუმეორებელი პანორამა, ამასთანავე მრავალნაირი სამკურნალო ფაქტორები არის მიზეზი საქართველოს ზღვისპირა და მთის კურორტებზე მკურნალობისა და დასვენების მსურველთა სწრაფი ზრდა.
    საქართველოს სუბტროპიკული ზონის საზღვარზე განლაგება ჩრდილოეთიდან კავკასიის ქედებით, ხოლო სამხრეთიდან სამხრეთ მთიანეთის გარემოცვა, შავი ზღვა, რელიეფი და სხვადასხვაგვარი მცენარეული სიმდიდრე გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოში გვხვდება ყველა ტიპის ჰავა, რაც საფუძვლად დაედო ზღვისპირეთისა და მთის კლიმატური კურორტების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
    საქართველოში წლების განმავლობაში მილიონობით ადამიანი ისვენებდა, რასაც 500-ზე მეტი საკურორტო-ტურისტული დაწესებულება ემსაურებოდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს სანატორიუმებში, პანსიონატებში, დასასვენებელ სახლებში, ტურისტულ ბანაკებსა და სხვა რეკრეაციული (დასვენება) მნიშვნელობის დაწესებულებებში ერთდროულად 120 ათასზე მეტ კაცს შეეძლო დაესვენა. ამჟამად ტურიზმის ინდუსტრია ხელახლა ვითარდება, ასე რომ, ტურიზმი (განსაკუთრებით ეგზოტიკური და სამთო ტურიზმი) კვლავ გადაიქცა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ.
    ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო მნიშვნელობის კურორტები არის როგორც ბარში, ისე მთაში. საქართველოში ცნობილია 100-ზე მეტი კურორტი, რომელთაგან ზოგიერთი საერთაშორისო მნიშვნელობისაა, როგორიცაა: ბაკურიანი, ბორჯომი, ქობულეთი, ბიჭვინთა, ახალი ათონი, მწვანე კონცხი, მახინჯაური და ა.შ. აღსანიშნავია ჩვენი კურორტების მაღალი ესთეტიკური გარემო და კომფორტული კლიმატი.
    საქართველოში განსაკუთრებით ბევრია ბალნეოლოგიური კურორტი, მაგალითად წყალტუბო, აბასთუმანი, ნაბღლავი, უწერა, მენჯი, სქური, საირმე და ა.შ. ეს გასაგებიცაა, რადგან ჩვენში მოედინება ყველა ტიპის წყალი. მათი რიცხვი ორი ათასს აღემატება. 

22 April 2012

ლაზიკა - ახალი ქალაქი საქართველოში

     გადავწყვიტეთ, ანაკლიასა და ყულევს შორის დავაფუძნოთ დიდი ქალაქი, რომელსაც დავარქმევთ ლაზიკას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის დეკემბერში, ზუგდიდში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, 10 წელიწადში ამ ქალაქში მინიმუმ ნახევარი მილიონი მცხოვრები იქნება. "ეს იქნება სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შემდეგ. ეს იქნება მთავარი სავაჭრო, ეკონომიკური ცენტრი დასავლეთ საქართველოში და საქართველოსთვის მთავარი ცენტრი შავ ზღვაზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მასშტაბური სამუშაოები 2012 წლიდან დაიწყება, აშენდება ახალი საზღვაო პორტი ანაკლიის გასწვრივ. "ჩვენ რამდენიმე ათას ადამიანს დავასაქმებთ ახალი ქალაქის მშენებლობაზე", - განაცხადა პრეზიდეტნმა. მისივე თქმით, ახალი ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადდება ასევე კონკურსი არქიტექტორებისთვის.  "ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან აზიასა და ევროპაში, რათა მათ ჩადონ ფული ამ ახალი ქალაქის მშენებლობაში. მინდა მოვუწოდო ყველა ქართველს, იფიქროს ამაზე სერიოზულად. მინდა მოვუწოდო საქართველოდან წასულ ხალხს, აფხაზეთიდან წასულ დევნილ ხალხს, დაბრუნდნენ და ჩვენთან ერთად ააშენონ ახალი ქალაქი. ჩვენ წინ გვაქვს დიდი მშენებლობები და ჩვენ წინ გვაქვს ძალიან თავზე ხელაღებული გეგმები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

    ასე რომ, საქართველოს კიდევ ერთი ქალაქი შეემატება, რაც გაზრდის ტურისტების ინტერესს და მათ რიცხობრივ მატებას ჩვენს მშვენიერ სამშობლოში...


ნაკრძალები და ეროვნული პარკები საქართველოში

 ზღაპრული რეალობა, რომელიც საკუთარი თვალით უნდა ნახოთ! 
ამ მომენტში სრული საერთაშორისო სტანდარტებით გვაქვს მთელი ტურისტული ინფარასტრუქტურა კოლხეთის ეროვნულ პარკსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, რამდენიმე დღეში გაიხსნება ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, რამდენიმე კვირაში ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ასევე, თუშეთის ეროვნული პარკი...


აჯამეთის ნაკძალი -  მდებარეობს ბაღდათის რაიონში, ქუთაისიდან 15 კმ-ზე. აქ კარგადაა შემონახული კოლხური ტიპის იმერული მუხის რელიქტური ტყე. აჯამეთის ნაკრძალში ცხოველებიდან გვხვდება შველი, მელა, კვერნა, ციყვი, კურდღელი და ა.შ.  იგი ყველაზე ტყიანი ნაკრძალია საქართველოშ, რომელიც შეიქმნა 1946 წელს რელიქტური მცენარეების დაცვის მიზნით.


სათაფლიის ნაკრძალი - შეიქმნა 1935 წელს, მას შემდეგ რაც ქუთაისის მუზეუმის თანამშრომელმა 1933 წელს აღმოაჩინა დინოზავრის ნაკვალევი. ნაკრძალი ყველაზე პატარაა საქართველოში, თუმცა გაომოირჩევა მღვიმეებით, ვულკანის კრატერით, გამოქვაბულებით. სახელი "სააფლია" უკავშირდება კირქვის ნაპრალებში უხსოვარი დროიდან დაბუდებულ ფიტკარს, რომელიც თაფლს აგროვებდა... 


მტირალას ეროვნული პარკი - შეიქმნა 2006 წელს. მდებარეობს აჭარაში. მთა მტირალა ევროპაში ყველაზე ნალექიანი ადგილია. პარკში ვხვდებით რელიეფის მრავალნაირ ფორმას, ჭორომებიან მდინარეებსა და ჩანჩქერებს, წითელმიწებსა და ყვითელმწებს... მტირალა ეროვნული პარკი ველური ბუნების მსოფლიო ხელშეწყობით, ძალიან მოხერხებულ არეალშია შექმნილი. იგი აჭარის საზღვაო კურორტების მიჯნაზე მდებარეობს, რაც ზრდის მის რეკრეაციულ დანიშნულებას... 


ვაშლოვანის ეროვნული პარკი და ნაკრძალი - შეიქმნა 2003 წელს, ხოლო ვაშლოვანის ნაკრძალი - 1935 წელს. დაცული ტერიტორია გამოირჩევა ბიოლოგიური მრავაფეროვნებით. აქ მრავალი რეპტილია და ძუძუმწოვარი ბინადრობს. დაცული ტერიტორია მდებარეობს საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში წარმოდგენილ ქვაბულში მდინარე ალაზანსა და ივრის ზეგანს შორის. წარმოდგენილია ტალახოვანი ვულკანებით, გამოქვაბულებით.  რელიეფი აქ არის ბედლენდი (ცუდი მიწა), ამიტომაც ვაშლოვანი არის უდაბნოს მსგავსი. ტყეები ფორმით ვაშლის ბაღებს მოგვაგონებს, ამიტომაც  ეწოდა მას "ვაშლოვანი"... 

სამეგრელო - ტბა ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა)

    ტობავარჩხილი - (ვერცხლის ტბა) მდებარეობს სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელ მუხურში, მთაზე. ეს ჩვეულებრივი ტბა არ არის, ეს წმინდა ტბაა რომელშიც 1 გრამი სიბინძურეც არ არსებობს. ლეგენდის თანახმად,  ამ ტბაში თუ ქვას ან სხვა რამეს, თუნდაც შეეხებოდნენ, ან ხელს, ფეხს ჩაყოფდნენ, იმ წამსვე საშინელი ჭექა-ქუხილი და კოკისპირული წვიმა მოდიოდა.



ასე რომ, სამეგრელოშიც არის ბევრი ადგილი, სადაც ტურისტები თავს კომფორტულად იგრძნობენ ბევრი "საოცრების" ნახვისას. გინდათ, რომ საქართველო ნახოთ? ესტუმრეთ სამეგრელოს ბევრ შესანიშნავ ადგილებს და კმაყოფილი დარჩებით, ტყუილად არ უთქვამს ილია ჭავჭავაძეს: "სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე"...

20 April 2012

ტურისტული ადგილები საქართველოში

ნაბეღლავი
ბალნეოლოგიური კურორტი  მდებარეობს ზღვის დონიდან 400 მეტრზე და ანკარა მდინარის გუბაზეულის სანაპიროზე. იგი ჩაფლულია მასივი და განთქმული უნიკალური კლიმატური და ბალნეოლოგიური პირობებით. აქ გამოედინება ძვირფასი მინერალური სასადილო წყალი "ნაბეღლავი", რომელიც წარმატებით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, თირკმელების, ძვალ-სახსრების სამკურნალოდ. იგი იხმარება როგორც დასალევად, ასევე აბაზანების სახით.
 
ნასაკირალი
მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მისი ძირითადი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყლები, რომლებიც ქიმიური შემადგენლობით მიეკუთვნებიან ქლორიდულ ნატრიუმიან წყლებს. მისი გამოყენება შეიძლება წყლის აბაზანებისათვის (საყრდენ-სამოზრაო აპარატის, პერიფერიული ნერვებისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებათა სამკურნალოდ), აგრეთვე სასმელად (კუჭის ქრონიკულ დდაავადებათა სამკურნალოდ). ნასაკირალი როგორ კურორტი დღეისათვის აღარ ფუნქციონირებს, მისი სრულყოფილი აღდგენისათვის მუნიციპალიტეტის ეკონომიური შესაძლებლობა არასაკმარისია, ამიტომ დღის წესრიგში დგას საკითხი ინვესტიციების მოზიდვის თაობაზე.

ბახმარო
მეტად თავისებური, უნიკალური კურორტია. ის მდებარეობს გურიის რეგიონის ერთ-ერთ თვალწარმტაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აჭარა- გურიის მტაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. ჩოხატაურის  ცენტრიდან ბახმარო დაშორებულია 52 კილომეტრით. ბახმაროს ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის საუკუნოვანი მარადმწვანე მცენარეებით, შემდეგ კი ულამაზესი ალპური ზონა იწყება.  დასავლეთის მხრიდან კურორტის ტერიტორია გახსნილია, რაც ხელს უწყობს ხეობაში ზღვის ბრიზების შემოჭრას. ეს კი თავის მხვრივ ხელს უწყობს ზღვისა და მთის კლიმატის საუკეთესო შეხამებას. ზამთარში თოვლის საფარი ძალიან მაღალია (4-5 მ) და რჩება 6 თვემდე. ბახმაროს კლიმატი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა სუნთქვის ორგანოთა ქრონიკულ დაავადებათა. ბახმაროში ყოველ წელს, ფერიცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი ტარდება. 

 გოგისმთა 
როგორც მომავლის მთის კურორტი შედის გურია-აჭარის ქედის შემადგენლობაში და მისი მწერვალის სიმაღლე 2100 მეტრიდან 2755 მეტრამდეა. მთისათვის დამახასიათებელი კლიმატის გამო ის ცნობილია რიოგორც სახაფხულო აგარაკი. მისი განუმეორებელი ბუნება და 2500 მეტრ სიმაღლეზე არსებული ჭინჭაოს ტბა განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. კურორტის უნიკალური პირობები დღესაც აუთვისებელია. გომისმტა როგორც ტერიტორიული ერთეული შედის ოზურგეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. ქალაქის ცენტრიდან დაშორებულია 12-15 კმ-ით.დღეს გომისმთა  წარმოადგენს საკურორტო ადგილს, რომელსაც გააჩნია მინერალური წყლები, ტყე, სამკურნალო კლიმატი და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მკურნალობის, პროფილაკტიკისა და რეაბილიტაციის მიზნი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების პირობებში დააკმაყოფილებს ტურისტის მოთხოვნებს. 


ურეკი 
 კოლხეთის დაბლობის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. კურორტს დასავლეთით შავი ზღვა ეკვრის, აღმოსავლეთით გარშემორტყმულია მთებით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდინარეების სუფსისა და ნატანების დაბლობებია. კურორტის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის, ოფიციალურად კი როგორც კურორტი არსებობს 1971 წლიდან. კურორტის კლიმატი ნესტიანი სუბტროპიკულია. მზის ნათების ხანგრძლივობა საშუალოდ1800-1820 საათს შეადგენს.  საშუალო წლიური ტემპერატურა 14.3 გრადუსია. ზამთარი ძალიან რბილია (5.8 გრადუსი იანვარში) .ზღვა, მზე, წვრილი «ხავერდოვანი» ქვიშა, რომელსაც მაგნიტური თვისებები აქვს, კურორტს საუკეთესო დასვენებისა და მკურნალობის თვისებებს ანიჭებს. ურეკის  ბუნებრივი მონაცემები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გულ-სისლძარღვთა დაავადებების, პერიფერიული ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების სამკურნალოდ როგორც მოზარდებში, ასევე ბავშვებში. ასევე დიდი პერსპექტივები აქვს ანალოგიური თვისებების შავიზღვისპირა კურორტებს შეკვეთილსა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).


გრიგოლეთი
  გრიგოლეთი მდებარეობს ლაჩხუთის მუნიციპალიტეტში, ცენტრიდან 25 კმ-ის,   ხოლო ფოთიდან 12 კმ-ს მანძილზე. რელიეფი ვაკეა ზღვის სანაპიროს მიჰყვება ქვიშიანი პლაჟის ფართო ზოლი. ქვიშა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიტური რკინის ნაწილაკებს. კლიმატი ზღვისპირა, სუბტროპიკულია.

კურორტის კლიმატი კარგია ნერვული სისტემისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო.  


10 April 2012

საქართველოს კარგი ტურისტული პოტენციალი აქვს

    საქართველოს საკმაოდ დამაიმედებელი ტურისტული პოტენციალი აქვს ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, რაც გლობალური ტურისტული ბაზრისთვის ძალიან მიმზიდველია. ტურისტული სფეროს გრძელვადიანი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პოზიტიური იქნება ის გამოცდილება, რასაც ტურისტი საქართველოში ჩამოსვლიდან საქართველოს დატოვებამდე შეიძენს... საუბარია იმაზე, თუ რა შთაბეჭდილება დარჩებათ სტუმრებს ჩვენს ქვეყანაზე. ტურიზმის განვითარება დამოკიდებული იქნება სწორედ იმაზე, თუ რამდენად სწორად იქნება შემუშავებული დარგის განვითარების სტრატეგია საწყის ეტაპზე.
    იმისთვის, რომ ტურისტები ადვილად გადაადგილდებოდნენ, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო მომსახურების განვითარება. საქართველოს იმის პოტენციალი აქვს, რომ კარგად შეფუთოს საკუთარი ტურისტული გამოცდილება და აქცენტები ისეთ მიმზიდველ სფეროზე გააკეთოს, როგორიცაა კულტურა, აქტიური დასვენება, კურორტები, სპა ტურიზმი, ღვინო და მდიდარი სამზარეულო. საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას ტურიზმის სექტორში და დაეხმაროს კერძო ბიზნესს, რომ მათ მიერ შექმნილი ტურისტული გამოცდილება შეესაბამებოდეს საქართველოს სტრატეგიულ გეგმას...

ტურიზმის განვითარების ისტორია საქართველოში

    საქართველოში ტურიზმის განვითარება 19-20 საუკუნეების მიჯნაზე იწყება. ფაქტიურად იგი მასშტაბურ ხასიათს 20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლებიდან იღებს. ამ პერიოდში ექსპლუატაციაში შევიდა კეთილმოწყობილი ტურისტული ბაზები და სასტუმროები თბილისში, სოხუმში, ბათუმში, ქუთაისში, ვარძიაში და სხვა. დაიწყო ტურიზმის აღმშენებლობის პროცესი გაგრაში, ქობულეთში, აბასთუმანში, წყალტუბოში და სხვა.
    გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართელოს აღერიცხებოდა 624 სასტუმრო, ტურისტული ბაზა, მოტელი, კემპინგი და სხვა მსგავსი დაწესბულება, რაც ჯამში 1522 ათასს ადგილს შეადგენდა. შედარებით სუსტი იყო სამოქალაქო სასტუმროების ქსელის განვითარება. ეს მონაცემები თავისთავად მეტყველებდნენ საქართველოს დიდ ტურისტულ პოტენციალზე, მაგრამ მათ მიღმა უნდა დავინახოთ ის, რომ ტურიზმი, რომელიც არსებობდა გასული საუკუნის 80 წლებში, თავისი ფორმით და შინაარსით წარსულს ჩაბარდა. მასთანავე დაგვიტოვა ბევრი არასწორი შეხედულება და სტერეოტიპი.
ამჟამად საქართველოში ტურიზმი თვისობრივად ახალ სისტემაზე გადადის და ამ გარდამავალ ეტაპზე მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა უხდება. საქართველოს გააჩნია უდიდესი ტურისტული და საკურორტო პოტენციალი. საქართველო ამჟამად აღიქმება როგორც ახალი, ჯერ კიდევ უცნობი ქვეყანა და ამდენად საინტერესოა მისი აღმოჩენა ყოველი მოგზაურისთვის თუ ტურისტისთვის. ქვეყნის მონახულების სურვილს კიდევ უფრო აძლიერებს 1999 წელს ჩატარებული არქეოლოგიური აღმოჩენა, როდესაც თბილისის მახლობლად, დმანისში აღმოაჩინეს პალეოლითური ხანის უძველესი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტი, რომელიც თარიღდება 1 მილიონ 700 ათასი წლით. ამ აღმოჩენით საქართველო გახდა პირველი ევროპელის სამშობლო.
    ქვეყანაში 12 000 ისტორიული ძეგლი, 150 მუზეუმი და მრავალი საგანძურია, რომელიც დღითიდღე, თანდათანობით იზრდება. საქართველო ოდითგანვე ცნობილია თავისი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით, ამჟამად კი 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილია, კურორტების ძირითადი ნაწილი ზღვის პირას და მთიან რეგიონებშია. საქართველოს წრმომადგენლობა გადის ქვეყნის გარეთ, საიდანაც უფრო მეტი ინფორმაციის გავრცელება ხდება საქართველოზე. რის შედეგადაც საქართველოში იმატებს ტურისტების რაოდენობა. მაგალითად.: 1998 წელს საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა მოხდა ისრაელში, ტელ-ავივში. ამავე წელს თბილისსში ჩატარდა ”დიდი აბრეშუმის გზის” ტურიზმის მსოფლიო ფორუმი, 2003 წელს კი თბილისში მოხდა მეოთხე საერთაშორისო ტურისტული ბაზრობის გახსნა.
    როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სისტემური ხასიათისაა არსებითად დამოკიდებულია, როგორც ეკონომიკურ ასევე პოლიტიკური ფაქტორების გამოყენების ფორმაზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თვისებურებებზე.

ტურიზმის ისტორია

 ტურიზმი - ეს არის მოგზაურობა დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვისა და ბიზნეს მიზნებით. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ასე განმარტავს მას: "ხალხი, რომელიც ტოვებს საცხოვრებელს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ წელზე ნაკლები ხნით"
  აღსანიშნავია, რომ ადამიანი ითვლება ტურისტად, თუ იგი 24 საათის განმავლობაში არის საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ტურიზმი განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბოლო წლების განმავლობაში. 2010 წელს, მსფლიო მაშტაბით 940 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ჩასვლა განხორციელდა, რაც 6.6%-ით მოიმატა 2009 წელთან შედარებით, თუმცა H1N1 ვირუსის გავრცელებით ტურისტულმა დონემ  6%-ით შემცირდა. 
   საიდან დაიწყო ტურიზმის ისტორია? - დასვენებისა და გართობის მიზნით თავდაპირველად მოგზაურობა რომაელებმა დაიწყეს ეგვიპტის პირამიდების დასათვალიერებლად. შემდგომში დაიწყო დროებითი საცხოვრებელი ადგილების, სასტუმროების, ქარვასლების შენება. იმ შეძლებულ ადამიანებს, რომლებიც მოგზაურობდნენ, ტურისტებს უწოდებდნენ, აქედან დაიწყო ტურიზმის ისტორიაც.