სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან (ქალაქებიდან):

იმერეთი


იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან – იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე და იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაცაა.
იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთი.
იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებენ, რომ აქ ადამიანს ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანაში უცხოვრია. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო იმერეთს დიდი სტრატეგიული, ეკონომიური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ანტიკურ ხანაში ამ ტერიტორიაზე გადიოდა "აბრეშუმის დიდი გზა", რომლითაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნები ერთმანეთს უკავშირდებიოდნენ. იმერეთის ტერიტორია შედიოდა I ქართული სახელმწიფოს, კოლხეთის შემადგენლობაში. კოლხეთის დაცემის შემდეგ წარმოიქმნა ეგრისის სამეფო (I ს.), რომელიც III-VII სს. ბერძენ-სპარსთა სადავო ობიექტი იყო, ხოლო VIII ს. I ნახ. იგი მურვან ყრუს წინააღმდეგ იბრძოდა. VIII ს. II ნახევარში აფხაზთა ერისთავმა ლეონ II-მ გააერთიანა ეგრისი და აფხაზეთი და დედაქალაქად ქუთაისი გამოაცხადა.

საქართველოს ფეოდალური მონარქიის დაშლის შემდეგ წარმოქმნა იმერეთის სამეფო (XIII ს.), რომელიც დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავდა, XVII საუკუნიდან კი-მხოლოდ იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმს. XVI ს. II ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს მეფეებს გამუდმებული ბრძოლა უხდებათ ერთის მხრივ, ოსმალეთის აგრესიის, მეორის მხრივ კი შინაური მტრების წინააღმდეგ. XVIII ს. II ნახ. მეფე სოლომონის დროს, იმერეთის საშინაო და საგეროე მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. 1804 წელს სოლომონ II-მ რუსეთის ქვეშევრდომობა აღიარა.



ღირშესანიშნაობები:
მოწამეთა - სამონასტრო კომპლექსი (შუა საუკუნეები),
ბაგრატის ტაძარი,
გელათის მონასტერი და აკადემია,
უბისის ეკლესია (X-XI სს.),
ცხარის წმ. გიორგის მონასტერი,
გეგუთის ციხე (XII ს.),
სამსაფეხუროვანი ჩანჩქერი, 200 მ (სოფელ გორდასთან),
კაცხის სვეტი (შუა საუკ.),
ვანის ნაქალაქარი,
საკაჟიის, ყუმისთავის და ჭახათის გამოქვაბულები,
სათაფლიის კარსტული მღვიმე,
შორაპნის ციხე
ბუგეულის დარბაზული ეკლესია(XIV-XV სს.)